საგარეო უწყება ელჩებს ინფორმაციას მიაწვდიას საოკუპაციო ზოლთან არსებული ვითარების შესახებ

13.07.2015 03:46

საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ წუთებში ელჩებთან შეხვედრა იწყება. საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს საგარეო უწყება მიაწვდიას ინფორმაციას, საოკუპაციო ზოლთან არსებული ვითარების შესახებ, სადაც რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო საზღვარი გაზარდეს და ტერიტორიები უკანონოდ შემოსაზღვრეს. ერთ-ერთი-თემა იქნება მავთულხლართების მეორე მხარეს მოქცეული ბაქო-სუფსას მილსადენი, რომელთან დაკავშირებითაც, ქართული მხარე არ გამორიცხავს, რომ ალტერნატიული პროექტი შექმნას. პირველი კომენტარი გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, ნორლანდი თვლის, რომ ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს დამცირებისა და პროვოცირებისთვის. გიორგი ფუტკარაძე დეტალებით.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო