გავრცელებული ფაილების საქმე - გამოხმაურება

05.10.2021 02:47

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის განცხადებას, რომლის თანახმადაც ელჩების წარმომადგენლობითი ჯგუფი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს და ამ შეხვედრაზე გამოითქვა სერიოზული შეშფოთება უშიშროების სამსახურების მხრიდან სატელეფონო მიყურადების გავრცელებულ ფაქტებთან დაკავშირებით, საგარეო უწყება განცხადებით ეხმაურება. დიპლომატებს მიაჩნიათ, რომ ამგვარი ქმედება საქართველოში ნორმალურ დიპლომატიურ საქმიანობას ზიანს აყენებს.  სამინისტრო განმარტავს, რომ შეხვედრაზე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ხელისუფლების დაინტერესება და მკაფიო პოზიცია, დადგინდეს სიმართლე გავრცელებული ინფორმაციის ირგვლივ, რისთვისაც საქართველოს პროკურატურამ მყისიერად დაიწყო საპროცესო მოქმედებები.   საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში წერს, რომ დიპლომატებს მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს პროკურატურის მიერ წარმოებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, რაც მათ შორის გულისხმობს მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული მასალების ავთენტურობის და მათი წარმომავლობის დადგენას. ამასთან, შეხვედრაზე  აღინიშნა, რომ საგამოძიებო ორგანომ, საპროცესო მოქმედებების დაწყებისთანავე სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მიმართა ამერიკის შეერთებულ შტატებს და სხვა ქვეყნებს, შესაბამისად შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოითქვა მზაობა, რომ საქართველო ღიაა დამატებით მიიღოს სამართლებრივი დახმარება სხვა დაინტერესებული საერთაშორისო პარტნიორებისგან. დიპლომატიური კორპუსის განცხადებას პარლამენტშიც გამოეხმაურნენ. ქართული ოცნების თავმჯდომარე აცხადებს, რომ მნშვნელოვანია გამოძიებამ გაარკვიოს, რასთან გვაქვს საქმე. ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ დიპლომატების შეშფოთებას აქვს საფუძველი თუმცა, დარწმუნებულია, რომ გამოძიება ყველაფერს ნათელს მოჰფენს და ამ კუთხით უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, ალეკო ხოჯევანიშვილის ბრალეულობას გამოიკვლევს. თავის მხრივ პარტიაში საქართველოსთვის აცხადებენ, რომ მმართველი პარტია კეთილსინდისიერ სახელმწიფო მოხელეებს დაუმსახურებლად სდებს ბრალს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

გავრცელებული ფარული ფაილების საქმე
06:55

გავრცელებული ფარული ფაილების საქმე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სავარაუდო ფარული მიყურადების საქმე - გავრცელებული ფაილები
07:33

სავარაუდო ფარული მიყურადების საქმე - გავრცელებული ფაილები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გავრცელებული ფაილები - პოლიტიკური შეფასებები
06:50

გავრცელებული ფაილები - პოლიტიკური შეფასებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ფაილების საქმე - პრემიერის განცხადება
01:00

ფაილების საქმე - პრემიერის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ანდრია ჯაღმაიძის განცხადება
00:53

ანდრია ჯაღმაიძის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გამოკითხვები პროკურატურაში
00:51

გამოკითხვები პროკურატურაში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ადამიანის უფლებები და მედიით გავრცელებული მიყურადების ფაილების ტირაჟირება (პრესკონფერენცია)
21:15

ადამიანის უფლებები და მედიით გავრცელებული მიყურადების ფაილებ...

ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის

გავრცელებული ფაილები - პოლიტიკური შეფასებები
11:28

გავრცელებული ფაილები - პოლიტიკური შეფასებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო