კულტურული მემკვიდრეობის მართვის პოლიტიკის კონცეფციის პრეზენტაცია

07/08/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

8 ივლისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით, გაიმართა კულტურული მემკვიდრეობის მართვის კონცეფციის პრეზენტაცია ქვეყნის დეცენტრალიზაციის კონტექსტში.
იკომოს-საქართველო, ევროკავშირის დაფინანსებით, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის დოკუმენტზე მუშაობს. დოკუმენტში ერთ - ერთ მთავარ პუნქტად გაწერილი იქნება რეკომენდაციები კულტურული მემკვიდრეობის მართვის დეცენტრალიზაციისთვის, რომლის შესრულებისას სფეროს მწვავე საკითხები დარეგულირდება და საერთაშორისო კონვენციის ჩარჩოებში მოექცევა.
კონცეფცია წარმოადგინა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტმა\"რეგიონული თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისთვის\". პროექტის მომხსენებლი იყო იკომოს- საქართველოს გენერალური მდივანი ნატო ცინცაბაძე.
პრეზენტაციას დაესწრნენ: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი მერაბ ბოჭოიძე.

http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან