რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში


უკრაინაში ომი გრძელდება. საოკუპაციო ძალების მიერ კრივოი როგის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია ერთი ადამიანი, სამი კი დაშავდა. რუსმა სამხედროებმა კრივოი როგს სამი რაკეტა ესროლეს. გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე შვიდი სარაკეტო და 32 საავიაციო იერიში განახორციელეს. უკრაინის არმიის პოზიციები და დასახლებული პუნქტები ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით 50-ჯერ დაბომბეს.

უკრაინის არმიის გენშტაბის ცნობით, რუსი სამხედროები ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებით ძირითად ძალისხმევას ახორციელებენ შეტევითი ოპერაციების წარმოებაზე და ცდილობენ ტაქტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა რუსი სამხედროების თავდასხმები 13 დასახლებული პუნქტის მახლობლად მოიგერიეს. უკრაინის სამხედრო ავიაციამ რუსეთის საარმიო ნაწილების წინააღმდეგ 18 შეტევა განახორციელა. უკრაინელმა ჯარისკაცებმა ასევე ჩამოაგდეს რუსეთის „კა-52“-ის ტიპის ვერტმფრენი და 4 უპილოტო თვითმფრინავი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან