პრემიერმა სვანეთის განვითარების გეგმაზე ისაუბრა
02/03/2019
სვანეთში დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა მესტიაში სტუმრობისას.
მამუკა ბახტაძემ დღეს თეთნულდის და ჰაწვალის სამთო-სათხილამურო კურორტები დაათვალიერა. მთავრობის მეთაურმა გზების მოწესრიგების აუცილებლობას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ ამისათვის რეგიონში 100 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
2019-20 წლების გეგმაში რამდენიმე ახალი საბავშვო ბაღის აშენებაც შედის, ასევე იწყება ახალი საბაგირო გზების მშენებლობაც, რაც პრემიერის განმარტებით, ადგილობრივ მოსახლეობას საოჯახო ბიზნესის უფრო სწრაფად განვითარების საშუალებას მისცემს.
მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ სივრცითი მოწყობის დოკუმენტი უკვე მზად არის, რაც კურორტის გეგმაზომიერ განვითარებას უზრუნველყოფს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.