მიმდინარეობს ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია
03/01/2016
ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილის განვითარების ფარგლებში მიმდინარე ჭავჭავაძის ქუჩის მასშტაბური რეაბილიტაცია ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება. მიმდინარე სამუშაოები სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ლაშქარავასთან, გამგებლის მოადგილე თენგის ლომიასა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტობეტონის საფარის დაგება. პარალელურად ქუჩის ორივე მხარეს ეწყობა ტროტუარები და მიმდინარეობს ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, რომლის დასრულების შემდეგ დამონტაჟდება თანამედროვე გარე განათების სისტემა. პროექტის ფარგლებში უკვე მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები,სანიაღვრე არხები და 9 მეტრით გაფართოვდება ქუჩაზე არსებული 2 ხიდი. სამუშაოების ღირებულება, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯებული სს ,,არქეოპოლისი’’ აწარმოებს, 660 764 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 130 ადამიანია დასაქმებული. პროექტის დასრულების შემდეგ, რომლის ჯამური ღირებულება 1 446 336 ლარს შეადგენს, ქალაქს თანამედროვე სტანდარტების ქუჩა შეემატება.
/ senakisgamgeoba
https://plus.google.com/u/2/b/1103800...
https://www.facebook.com/%E1%83%A1%E1...
http://www.senaki.ge/
/ senakisgamgeoba
https://plus.google.com/u/2/b/1103800...
https://www.facebook.com/%E1%83%A1%E1...
http://www.senaki.ge/