ევროპის საბჭოს კვლევა


„რატომ გვხვდება ქალი მოსამართლეების დაბალი წარმომადგენლობა საერთო სასამართლოების მართვის რგოლში“,- თემაზე ევროპის საბჭომ კვლევა ჩაატარა.

კვლევის შედეგების მიხედვით, საერთო სასამართლოებში ქალ მოსამართლეთა რაოდენობა 51 %-ია. რაც ეხება მმართველ და მენეჯერულ პოზიციას, მათი რაოდენობა მკვეთრად დაბალია.

დოკუმენტის თანახმად, ქალის კარიერული წინსვლის შემაფერხებელ მთავარ ბარიერად დროის სიმცირე გამოიკვეთა. ავტორთა მოსაზრებით, კაცი კოლეგებისგან განსხვავებით, ქალი მოსამართლეები ხშირად იბრძვიან სამუშაოსა და ოჯახს შორის ბალანსის დაცვისთვის.

კვლევის ავტორები რეკომენდაციებზე ამახვილებენ ყურადღებას. მათი მოსაზრებით, პრობლემის დასაძლევად შესაძლო წამახალისებელი მექანიზმები უნდა შემუშავდეს.

კვლევისას გამოიკითხნენ მოსამართლეები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის, პარლამენტისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ასევე იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან