საქართველოსა და გერმანიას შორის გაფორმებული შეთანხმება

21.12.2023 02:57

რას ითვალისწინებს საქართველოსა და გერმანიას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ გაფორმებული შეთანხმება. საკითხზე განმარტებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. გავრცელებული ცნობით, შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ასევე, ქართველი სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის მეტი ინტენსივობით განხორციელდება საგანმანათლებლო და სტაჟირების პროგრამები. უწყების ცნობით, შეთანხმება ითვალისწინებს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის არსებული მექანიზმების გაძლიერებასა და სხვა საკითხებს. შეთანხმებას 19 დეკემბერს ხელი თბილისში გერმანიისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრებმა მოაწერეს. საკითხს მიგრაციის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალური რწმუნებული, იოახიმ შტამპი გამოეხმაურა. როგორც ის „ტვიტერის“ გვერდზე წერს, იქმნება მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის მუდმივი ჩარჩო. „მოხარული ვარ, რომ ჩვენ არა მარტო ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას საქართველოსთან, არამედ ვქმნით მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის მუდმივ ჩარჩოს უკანონო მიგრაციის წინააღდეგ ბრძოლის, დაუსაბუთებელი თავშესაფრის განაცხადების შემცირებისა და მოწესრიგებული მიგრაციის გაძლიერებისთვის, რაც სარგებლის მომტანი იქნება ორივე ქვეყნისთვის“, - აცხადებს გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალური რწმუნებული. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო