ახლა რაც ხდება, დუმილი დანაშაულია-გიორგი ფხაკაძე 2/04/2021 Paris #drpkhakadze


ვაქცინაციაზე ლაპარაკს აღარ ვაპირებდი, მაგრამ ახლა რაც ხდება, დუმილი დანაშაულია. რა ჩინური ვაქცინის შემოტანა⁉️
✅დაავდებათა კონტროლის ცენტრი (NCDC), გეკითხებით, რის საფუძველზე დაასკვენით, რომ საქართველოში ხალხი ჩინურ ვაქცინას ენდობა❓ თქვენ ამ ქვეყანაში არ ცხოვრობთ და ვერ გებულობთ საზოგადოების განწყობებს❓
✅ვერ გავიგე, რუსეთის აგენტები არიან❓ მესმის, არაპროფესიონალები არიან, თავის დროზე გავლენიანმა მამიკო-დედიკომ სადღავ მოაწყო და ასე მოდიან, გასაგებია, მაგრამ როცა ასეთ მავნებლობას სჩადიან, ეს უკვე მოუთმენელია❗️ რა არაავტორიზებული ჩინური ვაქცინის შემოტანა, გაგიჟდით⁉️
✅ხომ უნდა დამთავრდეს ბოლოსდაბოლოს ამ ქვეყანაში ყველაფერზე ფულის კეთება❗️ პირბაპირ ვამბობ - NCDC კორუმპირების და არაპროფესიონალების ბუდეა❗️ ეს არის ყველაზე მავნე, ყველაზე ანტივაქსერული ორგანიზაცია. შეგიძლიათ, ყველა ჟურნალისტმა დაწეროთ, მე არ მეშინია❗️
✅ყველა ნაბიჯი არასწორად გააკეთეს, ისე, რომ ვისაც ოდნავ მაინც უნდოდა ვაქცინის გაკეთება, იმათაც გადააფიქრებინეს❗️
✅ჯერ ერთი, თუ ვაქცინას ყიდულობ, მხოლოდ მწარმოებისგან უნდა იყიდო. სად არის მწარმოებელთან გაფორმებული კონტრაქტი⁉️
✅ჩინურ ვაქცინებთან დაკავშირებით მთელ მსოფლიოში ძალიან ბევრი შეკითხვებია - პირველი არის კორუფცია❗️ შუამავლები 2-3-ჯერ ძვირად ყიდიან. მეორე მომენტი - ჩინეთი ცდილობს ე.წ. მსუბუქი პოლიტიკის გატარებას და არიგებს გარკვეული რაოდენობის ვაქცინას, რომ ზოგიერთ ქვეყნებში ჩინეთის მიმართ კეთილგანწყობა გაზარდოს. ეს ცალკე პოლიტიკური ინსტრუმენტია.
✅თუ გაქვთ გადასაყრელი ფული, იყიდეთ, მაგრამ დაასაწყობეთ და მანამდე არ დაიწყოთ ვაქცინაცია, სანამ ეს ჩინური ვაქცინა ჯანმოს ავტორიზაციას არ მიიღებს.
✅თუ ჯანმოს აღიარებამდე ჩინური ვაქცინით ვაქცინაციას დაიწყებთ, მე ვიქნები პირველი ანტივაქსერი ამ ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით❗️ 24 საათი ლაივში ვიქნები და ამ ვაქცინაციის პროცესს ჩაგიგდებთ! გპირდებით! არ გაბედოთ❗️
✅რომ იძახით, უნგრეთის ძლიერი მარეგულირებლის მიერ აღიარებული ჩინური ვაქცინა შემოგვაქვსო. ვინ არის ძლიერი⁉️ უნგრეთი კორუმპირებული ქვეყანა, ის ადამიანის უფლებებზე დიდი პრობლემებია და ევროკავშირიდან გაგდებას უპირებენ. პოლიტიკურ კონტექსტს შეხედეთ. ევროპაში ყველამ იცის, რომ უნგრეთის პრემიერთან მაგიდასთან ჯდომა უხერხულია. კორუმპირებულია. და ამ ქვეყნის მარეგულირებელი მაგალითად მოგყავთ⁉️
✅მაგალითის აღება თუ გინდათ, საფრანგეთის, ბრიტანეთის, გერმანიის მარეგულირებლების მაგალითს რატომ არ იღებთ⁉️
✅მე ვამბობ სიმართლეს, არ ვარ არც პოლიტიკაში და არც ბიზნესგარიგებებში გარეული.
✅გგონიათ, ფხაკაძე გაჩუმდება?⁉️ არა❗️ აკრედიტაციას მაინც ვაკეთებ. ძალიან რთულ საქმეს მოვკიდე ხელი, მაგრამ ეს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებასა და ხარისხის ამაღლებას სჭირდება. მაინც გავაკეთებ❗️
✅ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, სხვადასხვა ქვეყნის 100-ზე მეტ დაავადებათა კონტროლის ცენრტთან მიმუშავია და ვმუშაობ, რჩევებს ვაძლევ. საქართველოდან ჯანდაცვის სამინისტრო, პრემიერი, სხვა თანამდებობის პირები მირეკავენ და რაც შემიძლია, უანგაროდ ვეხმარები. NCDC - თქვენ რატომ არ მომმართავთ❓ დაგეხმარებით, თქვენ მარტო თანამშრომლებს ავალებთ სოცქსელში ჩემს ლანძღვას.
✅მე ვარ ხალხის სადარაჯოზე. რასაც მე ადამიანები მწერენ პირადში, დაბნეულები და რჩევას მეკითხებიან, მე ამ ხალხს ვერ ვუღალატებ. თქვენგან განსხვავებით,. არაფერს ვითხოვ. თანამდებობა არ მინდა, არც პოლიტიკა და არც ბიზნესი არ მაინტერესებს.

✅✅ახლა აკრედიტაციას ვაკეთებ, უფულოდ, ჩემი საკუთარი რესურსების, დროის , ენერგიის ხარჯზე - უ ა ნ გ ა რ ო დ❗️ ზოგიერთებისგან განსხვავებით, ერთი თეთრიც არასოდეს მომიპარავს, ცხოვრებაში ქრთამი არ ამიღია, რაც მაქვს ნაშოვნი, ჩემი ხელფასით. ყველა ჩემი სამსახური მიღებული მაქვს გამოცდების, ტესტების ჩაბარებით, გასაუბრებების გავლით და არა ჩაწყობით❗️
✅ქვეყანაში არის 2 პრობლემა - კოვიდი და რუსეთის ოკუპაცია. კონცენტრირება უნდა იყოს ამ ორ საკითხზე.
✅კიდევ ვიმეორებ NCDC არის მავნებელი ორგანიზაცია, ამდენი ხანია, ვყვირივარ, მესამე ტალღა მოდის - რა ზომები მიიღეთ ან თავიდან ასაცილებლად, ან შესარბილებლად? - ა რ ა ფ ე რ ი❗️
✅2 კვირის წინ (15 მარტი 2021) გამოვაცხადე, რომ მესამე ტალღა დაიწყო. სანამ მე არ ვთქვი, თქვენ ხომ ჩუმად იყავით❓მაინცდამაინც ფხაკაძეს უნდა ეთქვა❓ახლა ამბობთ, ხო, შესაძლებელია. რა შესაძლებელია - გაქანებული მესამე ტალღაა დაწყებული ქვეყანაში.

✅ან კიდევ - პირბადეების საკითხი რომ ვერ დაალაგეს, ეს ხომ კორუფციული ამბავი იყო? ფხაკაძეს რომ არ ეყვირა, ახლა ქვეყანაში 2 ლარიანი პირბადეები იქნებოდა და ამაში ვიღაცეები ხელს მოითბობდნენ. ვერ მოინელეს, რომ ფხაკაძემ დაწია ფასები 14 თეთრამდე. ახლა ვაქცინებში უნდა გააკეთონ ფული.

გემუდარებით,მაქსიმალურად მოერიდეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. არ ისაუბროთ ტრანსპორტში. იარეთ ფეხით, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, მათ შორის, ბავშვებში 5 წლის ასაკიდან, დაიცავით 2 მეტრიანი დისტანცია, დაიმუშავეთ ხელები სპირტიანი ხსნარით ან საპნით.

გისურვებთ ჯანმრთელობას❗️

Giorgi Pkhakadze #drpkhakadze

ვიდეოები „გიორგი ფხაკაძე #drpkhakadze"-ისგან