საქართველოში მასტერ ლიგის გათამაშება დაიწყო

08.05.2019 00:36

საქართველოში სამოყვარული ჩემპიონატის, მასტერ ლიგის გათამაშება დაიწყო. ტურნირი ოფიციალურად მზიურის სტადიონზე გაიხსნა. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს თბილისის მერიისა და კრწანისის გუნდები დაუპირისპირდნენ. მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა. ტურნირის პირველი გოლის ავტორი კახა კალაძე გახდა. მეორე შეხვედრა „გრასრუტსა“ და „თი-ბი-სის“ შორის გაიმართა. შეხვედრა ვეტერანი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა „გრასრუტის“ გუნდმა 10:2 მოიგო. მასტერ ლიგის გათამაშება მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება და მასში 212 გუნდია ჩართული. პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდისა და თბილისის მერიის დაფინანსებით ხორციელდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: