Kavkaz Jazz Festival 2015
4 ივნისს, კულტურის სამინისტროში მეექვსე Kavkaz Jazz ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის პოპულარიზაციის სამმართველოს უფროსი გიორგი აფციაური და ფესტივალის დირექტორი ელენე მეჩითოვა გაუძღვნენ. პრესკონფერენციას ასევე დაესწრნენ თბილისის მერიის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის თავმჯდომარე ზურაბ წერეთელი, იოანა სლოვინსკა - ფესტივალის მონაწილე პოლონეთიდან და აფგან რასული - ფესტივალის მონაწილე აზერბაიჯანიდან. წლევანდელი ფესტივალი ეთნოჯაზს ეძღვნება. 4 ივნისიდან 7 ივნისის ჩათვლით, ქართველ მუსიკოსებთან ერთად, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ შემსრულებლები აზერბაიჯანიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, პოლონეთიდან და სომხეთიდან. ფესტივალის ფარგლებში დამწყები ჯაზ-მუსიკოსებისთვის დაგეგმილ მასტერ-კლასებს ამერიკული ჰიპ-ჰოპ/სოულ ჯგუფის Dangerflow -ის წევრები გაუძღვება. Kavkaz Jazz Festival ერთადერთი არაკომერციული ჯაზ-ფესტივალია საქართველოში, რომელიც საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს. ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიაში ჯაზის განვითარებას, შემსრულებლებს შორის კულტურულ დიალოგსა და მათ დაახლოებას. ფესტივალი 2010 წლიდან ტარდება, ამ პეროდის განმავლობაში ფესტივალში მონაწილეობა 60-ზე მეტმა მუსიკოსმა მიიღო. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
რას გვთავაზობს Kavkaz Jazz Fest?!
Music Box
Kavkaz Jazz Festival 2014-ის დახურვა
Music Box
Kavkaz Jazz Festival 2014
culturegovge culturegovge
რომელი მუსიკოსები ეწვევიან თბილისს Kavkaz Jazz Festival-ის ფ...
Music Box
ტრაექტორია - "კავკასიის ჯაზ ფესტივალი 2014"
Artareatv
დილის სტუმარი - ელენე მეჩიტოვა
Kavkaz Jazz
Kavkaz Jazz ახალი 9 - ჯაზ ფესტივალი - 06.06.12
Kavkaz Jazz
GDS დილის სტუმარი ელენა მეჩითოვა, რეზო კიკნაძე, გიორგი კიკ...
Kavkaz Jazz