საქართველოში მასტერ ლიგის გათამაშება დაიწყო

08.05.2019 00:36

საქართველოში სამოყვარული ჩემპიონატის, მასტერ ლიგის გათამაშება დაიწყო. ტურნირი ოფიციალურად მზიურის სტადიონზე გაიხსნა.

პირველ შეხვედრაში ერთმანეთს თბილისის მერიისა და კრწანისის გუნდები დაუპირისპირდნენ. მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა. ტურნირის პირველი გოლის ავტორი კახა კალაძე გახდა. მეორე შეხვედრა „გრასრუტსა“ და „თი-ბი-სის“ შორის გაიმართა. შეხვედრა ვეტერანი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა „გრასრუტის“ გუნდმა 10:2 მოიგო.

მასტერ ლიგის გათამაშება მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება და მასში 212 გუნდია ჩართული. პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდისა და თბილისის მერიის დაფინანსებით ხორციელდება.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
EstateHub