23 მაისი აფხაზეთის დღეა

23.05.2021 02:16

დღეს აფხაზეთის დღეა. 23 მაისი – მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღე, კათოლიკოს-პატრიარქმა, 2014 წელს აფხაზეთის დღედაც გამოაცხადა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით კვირეულს მართავს, რომელიც რამდენიმე დღის წინ მზიურის პარკში ექსპოზიციით – „კადრები აფხაზეთიდან“ გაიხსნა. „აფხაზეთობა - 2021“-ის ფარგლებში მოხდა აფხაზეთის ისტორიული ტრადიციების სახლის გახსნა და მოეწყო ფოტოგამოფენა. ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ აფხაზეთის საზოგადოების გამოჩენილი წევრები: გურამ ოდიშარია, ვლადიმერ ბარქაია და რეზო სულუხია. 2014 წლიდან „აფხაზეთობა“ ტრადიციულად ყოველწლიურად სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებით აღინიშნება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: