გურამ ოდიშარია ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატების მსოფლიო სამიტზე
პოლონეთში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატების მსოფლიო სამიტს ესწრება, (სამიტი ვარშავაში ოფიციალურად 21 ოქტომბერს გაიხსნა). ვიზიტის ფარგლებში, გურამ ოდიშარია განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით დაესწრო „მშვიდობის კონცერტს", რომელიც გალერეაში „PORCZYNSKICH" გაიმართა. მსოფლიოში ცნობილი ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძისა და ახალგაზრდა ლიტველი ნიჭიერი შემსრულებლების სოლო საფორტეპიანო კონცერტი „PIANO FOR PEACE" კულტურის მინისტრმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. მშვიდობის კონცერტს EMMA და შოპენის სახელობის ინსტიტუტი წარმოადგენს. საქართველოს დელეგაციასთან ერთად სამიტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი და მრჩეველი ლალი ლომსაძე დაესწრნენ. EMMA ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატების ვარშავის მსოფლიო სამიტზე მიწვეულ იქნა მთავარ პარტნიორად მუსიკის დარგში. EMMA - ევროპულ-ხმელთაშუაზღვისპირეთის მშვიდობის სამუსიკო აკადემია (Euro Mediterranean Music Academy for Peace) წარმოადგენს მსოფლიო სამუსიკო განათლების ერთ-ერთ უმთავრეს ინსტიტუტს და კულტურის გზით ემსახურება მსოფლიო მშვიდობას. http://www.culture.gov.ge http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
გურამ ოდიშარია ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატების მსოფლიო...
culturegovge culturegovge
გურამ ოდიშარია ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატების მსოფლიო...
culturegovge culturegovge
მერაბ ბერძენიშვილი - 85. საიუბილეო წიგნი „მერაბ ბერძენიშვილი...
culturegovge culturegovge
მერაბ ბერძენიშვილი - 85. საიუბილეო წიგნი „მერაბ ბერძენიშვილი...
culturegovge culturegovge
შეხვედრა ბორის პასტერნაკის შთამომავალთან
culturegovge culturegovge
შეხვედრა ბორის პასტერნაკის შთამომავალთან
culturegovge culturegovge
გურამ ოდიშარია
info9 info99
"ნდობის წრე" #1 - გურამ ოდიშარია
Artareatv