მერაბ ბერძენიშვილი - 85. საიუბილეო წიგნი „მერაბ ბერძენიშვილის შემოქმედება"
23 ივნისს, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზაში" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული მერაბ ბერძენიშვილის საიუბილეო წიგნი--ალბომის - „მერაბ ბერძენიშვილის შემოქმედება" პრეზენტაცია გაიმართა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ, მოქანდაკეს ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდო - „ხელოვნების ქურუმი" გადასცა. 2014 წლის 10 ივნისს საქართველოს სახალხო მხატვარს, შოთა რუსთაველის სახელობისა და ეროვნული პრემიების, ასევე - ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატის ფ.ნანსენის სამახსოვრო მედლის მფლობელს, აკადემიკოს მერაბ ბერძენიშვილს 85 წელი შეუსრულდა. „ქართველ მიქელანჯელოდ" წოდებული მოქანდაკის სკულპტურები - ქვაში გაცოცხლებული ისტორია ჩვენი ქვეყნის წარსულს აწმყოსა და მომავალთან აკავშირებს. საქართველოში ალბათ ვერ ნახავთ ქალაქს და იშვიათად წააწყდებით თბილისში ქუჩას, რომელსაც მერაბ ბერძენიშვილის შექმნილი ჩვენი დიდი წინაპრის ძეგლი არ ამშვენებს. მერაბ ბერძენიშვილი, ძირითადად, მონუმენტური ქანდაკების დარგში მუშაობს. მის შემოქმედებას ახასიათებს ფორმების დინამიზმი, გამომსახველი პლასტიკურობა, შინაგანი დრამატიზმი. „რუსთაველი", ვახტანგ გორგასლის ძეგლის პროექტი, „დავით გურამიშვილი", „გიორგი სააკაძე", „მედეა", „მუზა", „კიდევაც დაიზრდებიან...", „დიდგორის მემორიალი", „დიდების მემორიალი" და სხვა მრავალი მონუმენტური, გრაფიკული თუ ფერწერული ნამუშევრით მერაბ ბერძენიშვილი უდიდეს როლს ასრულებს ხელოვნების ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ისტორიაში. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
მერაბ ბერძენიშვილი - 85. საიუბილეო წიგნი „მერაბ ბერძენიშვილი...
culturegovge culturegovge
კულტურის ცენტრ „მუზაში“ მერაბ ბერძენიშვილის ხსოვნის საღამო გ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თანამედროვე ქანდაკების ფორუმი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მერაბ ბერძენიშვილი
TV religia
მერაბ ბერძენიშვილი | ქართველი მოქანდაკე
studio13 tbstudio13
სხვა მხარე | მერაბ ბერძენიშვილი
studio13 tbstudio13
მერაბ ბერძენიშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
PalitraNews
მერაბ ბერძენიშვილი საკუთარი სახლ-მუზეუმის ეზოში დაკრძალეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster