მარნეულში დამოუკიდებლობის დღე გრანდიოზულად აღინიშნა

05/29/2017
Municipality of Marneuli-ის მიერ

მარნეულში, 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნეს.
დილიდან ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, კულტურის სახლის წინ, თემატური პავილიონები მოეწყო, სადაც გამოიფინა მარნეულში მცხოვრები ომში დაღუპული გმირებისა და მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ამსახველი ფოტო მასალა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნის 850–ე საიუბილეო წელთან დაკავშირებით მოეწყო თემატური ფოტო გამოფენა. მოწვეულ სტუმრებს სპეციალურად შექმნილი დეკორატიული ხის ფოთლებზე შესაძლებლობა ჰქონდათ გადაეწერათ ვეფხისტყაოსნის სტრიქონები, რომელიც ამ დღის ისტორიად დარჩება მუნიციპალიტეტს.
ადგილობრივი მოსახლეობისთვის დღევანდელი დღის მისალოცად, მუნიციპალიტეტს, ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე მოადგილეებთან ერთად ეწვია, რომელსაც მასპინძლობა მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ნაბი აბდულაევმა გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაუწიეს.
#26მაისი
#ესდღეჩვენია
#რუსთაველი850
#ქვემოქართლი2017 #მარნეული26მაისი2017

ვიდეოები „Municipality of Marneuli"-ისგან