ყაზახეთის პრეზიდენტმა 10 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა


ყაზახეთის პრეზიდენტმა 10 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა. ამასთან, დღეს თოყაევმა ოპერატიული შტაბის სხდომა გამართა. მან ალმათიში და ქვეყნის სხვა ქალაქებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის ბრძანება გასცა. გუშინ კი ქვეყნის პრეზიდენტის განკარგულებით, შეიარაღებულ ძალებს უფლება მიეცათ, ცეცხლი გაფრთხილების გარეშე გაეხსნათ. უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „ჰიუმან რაითს ვოჩმა“ ყაზახეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას არალეგიტიმური უწოდა და ბრძანების უკან გაწვევა მოითხოვა.

ყაზახეთში ვითარება ჯერ ისევ დაძაბულია. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ყასიმ-ჟომართ თოყაევის თქმით, ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი აღდგენილია, თუმცა ადგილობრივი მედიის ცნობით, დღეს დილიდან ქალაქ ალმათიში კვლავ ისმოდა ინტენსიური სროლები.

ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქალაქში ჩატარებული რეიდების დროს 4 000-ზე მეტი დემონსტრანტია დაკავებული. ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყნის პირველ პრეზიდენტს, ნურსულთან ნაზარბაევს ქვეყანა არ დაუტოვებია და რამდენიმე სატელეფონო საუბარი გამართა ყაზახეთის მეგობარი ქვეყნების ლიდერებთან.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან