დრესკოდი ზუგდიდის გამგეობაში და მოსახლეობის აზრი

12/15/2016
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში თანამშრომლებს დრესკოდი დაუწესეს. შესაბამის დოკუმენტს ხელს გამგებელი ლაშა გოგია აწერს.

ბრძანების თანახმად, თითოეული თანამშრომელი უნდა \"მიმართავდეს ჩაცმულობის საქმიან სტილს, ჰქონდეს მოწესრიგებული იერსახე და ატაროს საქმიანი გარემოსათვის შესაფერისი სამოსი, დაუშვებელია სამუშაოზე გამოცხადდეს სპორტული სტილის ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით, ტანზე მომდგარი შარვლით, კაბითა თუ ქვედაბოლოთი, ღრმა დეკოლტირებული და გამჭვირვალე პერანგით, წვრილი ზონარის მქონე ტანსაცმლით\".

მათ \"მკვეთრი\" მაკიაჟისა და \"არასტანდარტული\" ვარცხნილობის გაკეთებაც ეკრძალებათ.

როგორც გამგებლის მოადგილე მამუკა წოწერია რადიო \"ათინათთან\" აცხადებს, რეგულაციები არსებობდა, თუმცა, მოხდა კონკრეტიზირება, ამით კი თანამშრომელთა უფლებები არ ილახება.

\"საკუთარი ჩაცმულობით არ უნდა არღვევდნენ იმ პირთა უფლებებს, ვინც გამგეობაში გარკვეული სერვისის მისაღებად მოდის. ჩვენ ვცდილობთ ამ დრსკოდის შემოღებით მოსახლეობის ინტერესები დავიცვათ\", - აღნიშნა წოწერიამ.

მისივე განმარტებით, შესაძლოა, იმ თანამშრომლებისთვის, ვინც გამგეობის გარეთ ხვდება საზოგადოებას, ცნობადობის ასამაღლებლად სპეციალური ფორმები დაწესდეს.

რაც შეეხება საზოგადოებას, ნაწილი მიესალმება გამგებლის ახალ ბრძანებას, ნაწილისთვის კი მიუღებელია თანამშრომლებისთვის მსგავსი რეგულაციების

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან