პოლიტიკური შეთანხმების პერსპექტივა


შეთანხმების არ არსებობაზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას და პირადად მიხეილ სააკაშვილს აკისრებს ამერიკელი მიმომხილველი, რომელმაც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს საგაზეთო სტატია მიუძღვნა. მისმა ანალიზმა და შეფასებებმა ოპოზიციის რიგებში საკმაოდ მძაფრი რეაქციები გამოიწვია. სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში გაირკვევა, გააგრძელებს თუ არა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში პირველ მარტს დაწყებულ მედიაციის პროცესს და გამოგზავნის თუ არა კრისტიან დანიელსონს მხარეთა პოზიციების დასაახლოებლად თბილისში კიდევ ერთხელ. მას შემდეგ, რაც ბრიუსელში შეთანხმების გარეშე დაბრუნებულმა შვედმა დიპლომატმა მიშელს უშედეგო მეორე რაუნდის დეტალები პირადად გააცნო, ბრიუსელში ახლა სამომავლო ნაბიჯებზე შიდა განხილვები იგეგმება. მანამდე კი მოლაპარაკების დეტალებზე პირველ არხთან ვრცლად საუბრობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.

ახალი საერთაშორისო გზავნილების და დანიელსონის დოკუმენტში ვადამდელი არჩევნების არ ხსენების მიუხედავად, საკუთარი პოზიციის გადახედვას არ აპირებს ოპოზიციის დიდი ნაწილი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან