პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში
საქართველოს ადგილი ევროკავშირშია - ეს არის მთავარი გზავნილი, რომლითაც დღეს ბათუმს პოლონეთის პრემიერი ესტუმრა. ოფიციალური ვარშავა თბილისს პირობას აძლევს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მისგან ძლიერი მხარდაჭერა ექნება. სიტყვით გამოსვლების დროს ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა რამდენჯერმე გაუსვეს ხაზი იმ საერთო გამოწვევებს და საფრთხეებს, რომელთა წინაშე საქართველო და პოლონეთი დგანან. გაიხსენეს 2008 წლის აგვისტოც, როცა რუსეთის აგრესიის დროს პოლონეთის მაშინდელი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი უკრაინის და ბალტიის ქვეყნების ლიდერებთან ერთად საქართველოს მხარდასაჭერად და გვერდში დგომის ნიშნად თბილისში ჩამოვიდა. საკმაოდ ემოციური იყო ის წერილიც, რომელიც ბათუმში, კაჩინსკის ძეგლის გახსნის დროს წაიკითხეს. წერილობითი მიმართვა ტრაგიკულად დაღუპული პრეზიდენტის ძმამ გამოგზავნა. რუსულ აგრესიაზე საუბრის დროს პოლონეთის პრემიერმა რამდენჯერმე გაიმეორა ლეხ კაჩინსკის სიტყვები, როცა ის 2008 წლის ომის შემდეგ დასავლეთს მომდევნო სამიზნე ქვეყნებზე აფრთხილებდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გზავნილები ევროპული ოჯახიდან - პოლონეთის პრემიერ-მინისტრი სა...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
შეხვედრები ჩიკაგოს სამიტამდე
EUNATO GovGe
პრეზიდენტის გამოსვლა ევროპულ კოლეჯში
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა ევროპულ კოლეჯში
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი - ბრიფინგი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მინისტრმა რიგაში მონაწილეობა მიიღო მინისტერიალში
Vakhtang Gomelauri
სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის პრემიერს შეხვდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster