სასამართლო ომარ გამყრელიძის საქმეზე დღეს იმსჯელებს
თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დღეს 85 წლის ომარ გამყრელიძის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს. ომარ გამყრელიძეს, რომელმაც 3 მაისს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში ცეცხლსასროლი იარაღით შვილი, რძალი და მეზობელი დედა-შვილი მოკლა, ხოლო მეუღლე მძიმედ დაჭრა, თელავში პოლიციის სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალი გუშინ წარედგინა. ბრალდებულს სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი იცავს, რომელსაც გუშინ უკვე გადაეცა საქმის მასალები. ოთხი ადამიანის მკვლელობისთვის დაკავებულ 85 წლის მამაკაცს ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი. მას დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შენახვა-ტარების მუხლით გაასამართლებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ყანდაურაში მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი განახლდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი ორი მუხლით წარუდგინეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომარ გამყრელიძეს პატიმრობა შეეფარდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მკვლელობა ყანდაურაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მკვლელობა კახეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster