ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმე
თელავის რაიონულ სასამართლოში, სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის, ომარ გამყრელიძის წინა სასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესზე, დაცვის მხარემ საქმის შეწყვეტის და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის ბათილად ცნობის შესახებ, ორი შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ ისინი არ დააკმაყოფილა. მან დასაშვებად ცნო ბრალდების და დაცვის მხარის მტკიცებულებები. საქმეზე არსებითი განხილვა 14 აგვისტოს, 14:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, მკვლელობა მიმდინარე წლის 3 მაისს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში მოხდა. თავდაპირველად, შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 85 წლის ომარ გამყრელიძემ ცეცხლსასროლი იარაღით შვილი, რძალი და ორი ნათესავი მოკლა, ავადმყოფი მეუღლე კი დაჭრა, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. გამყრელიძე ცხელ კვალზე დააკავეს და სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, მას პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით, ამავე საქმეზე ბრალდებულ ომარ გამყრელიძის შვილიშვილიც დააკავეს. 23 ივლისს კი, ომარ გამყრელიძეს ბრალი დაუზუსტდა და მას არა მკვლელობას, არამედ მკვლელობაში დახმარებას ედავებიან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალ...
TV IMEDI
ახალი დეტალები ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე
TV IMEDI
ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
Maestro Television
ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
TV IMEDI
ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
Maestro Television
მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომარ გამყრელიძეს პატიმრობა შეეფარდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster