„ერთიანი საქართველოს“ განცხადება

02.07.2020 01:12

„მმართველი გუნდი გენდერულ კვოტებს ამოფარებული, ფორსირებული წესით ცდილობს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხორციელებას, რაც იმას ნიშნავს ,რომ „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება“ -  ასე აფასებენ პარტია ,,ერთიან საქართველოში" საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს. ანზორ ბიწაძის განცხადებით,  ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ეუთო-ს ფუნდამენტური რეკომენდაციები. არ იცვლება ცესკოს დაკომპლექტების წესი, ასევე არ მარტივდება ბიულეტინების გადათვლის პრინციპი, რაც ბიწაძის თქმით, არჩევნების მანიპულირების საშუალებას იძლევა. ხელისუფლების ოპონენტის თქმით, მათი ერთ-ერთი მოთხოვნა ასევე სამართლიანი საარჩევნო სიის ფორმირება იყო. ანზორ ბიწაძემ ყურადღება გაამახვილა პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებზეც, რომლებიც მისი თქმით, აკნინებს როგორც საკანონმდებლო ორგანოს, ასევე ოპოზიციის როლს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Mankanebi

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო