„ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველოს“ რეგისტრაცია

08.07.2020 00:51

პოლიტიკურმა პარტიამ „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო“, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის განცხადება შეიტანა. როგორც გიგლა ბარამიძემ განაცხადა, პარტია ცალკე სუბიექტად რეგისტრირდება და ისინი არ აპირებენ ბლოკებში გაერთიანებას. მისივე განმარტებით, პარტიას ცესკო-ში ორი წარმომადგენელი ეყოლება. „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველოს“ არჩევნებში გამარჯვებისა და ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: