ოპოზიციის მიმართვა მაიკ პომპეოს და „ერთიანი საქართველოს“ უარი

18.11.2020 04:43

სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეხვედრამდე 23 ოპოზიციურმა პარტიამ მაიკ პომპეოს ერთობლივი განცხადებით მიმართა. განცხადების მიხედვით საქარველოში მისი ვიზიტი მკაფიო გზავნილია, რომ შეერთებული შტატები რჩება რეგიონში და დგას მისი პარტნიორების გვერდით. განცხადების ხელმომწერები საუბრობენ საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებზე, რუსეთის მცდელობაზე დაასუსტოს დემოკრატიული ინსტიტუტები და მმართველი პარტიის თავმჯდომარის ფაქტორზე. განცხადებაში საუბარია საქართველოში ამერიკული სამხედრო ინფრასტრუქტურის და ნატოს მიმართულებით პოლიტიკური გარღვევის აუცილებლობაზე. 23 პარტიის ერთობლივ განცხადებას ხელს არ აწერს პარტია „ერთიანი საქართველო“. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო