დახარჯული ათიათასობით ლარი და უფუნქციოდ დარჩენილი ჭაბურღილები ქობულეთში. მუნიციპალიტეტის ხემძღვანელობამ წყლის სისტემის მოსაწყობად თანხა გასულ წელს გამოყო, თუმცა დანადგარი ექსპლუატაციაში დღემდე არ შესულა. მოწყობილობამ მხოლოდ სატესტო რეჟიმში იმუშავა. ოპოზიცია კორუფციაზე ალაპარაკდა.
ქობულეთში, სოფელ გვარაში ეს ორი ჭაბურღილი გასულ წელს დამონტაჟდა, თუმცა ერთ-ერთ მათგანს დენის წყარო ამ დრომდე არ მიეწოდება. რაც შეეხება მეორე დანადგარს - ადგილობრივების თქმით, ძრავი უკვე გაფუჭებულია.
გასულ წელს, ქობულეთის მერიამ ჭაბურღილიკიდევ სამ სოფელში მოაწყო, რისთვისაც ჯამში ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. სამუშაოები შპს „ჰიდრო გეომ“ განახორციელა. კომპანიაში ამბობენ, რომ დანადგარის მუშაობისთვის საკმარისი სიმძლვარის ელექტროენერგია არ არის, რაც პრობლემას ქმნის.
ათასობით დახარჯულ ლარსა და უფუნქციოდ დარჩენილ ჭაბურღილებზე ოპოზიცია პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ კორუფციის ნიშნებზე საუბრობენ.
ქობულეთის მერი სატელეფონო საუბარისას ამბობს, რომ გვარაში დამონტაჟებული წყლის სისტემის დანადგარები იმის გამო არ მუშაობს, რომ ტერიტორიაზე დენის წყარო არ არის მიყვანილი. საპირისპიროს ამტკიცებენ უწყების ინფრასტრუქტურის სამსახურში, სადაც გვარწმუნებენ, რომ მხოლოდ ერთი ჭაბურღილი არ ფუქნციონირებს.
ქობულეთის სოფლებში, წყლის მოვლა - პატრონობაზე პასუხისმგებელი აიპი ,,ქობულეთის სოფლის წყალია“. ორგანიზაციაში დღეს ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.მათთან დაკავშირება ვერ პრესსამსახურმა მოახერხა. მუნიციპალიტეტის მერის თქმით, კი დასახლებაში, ჯერ კიდევ გასულ წელს დამონტაჟებული წყლის სისტემა ექსპლუატაციაში დაახლოებით ორ თვეში შევა.
#ბონდო_თედორაძე