საქართველოს მთავრობას უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალური მრჩეველი ეყოლება

07.05.2021 05:05

საქართველოს მთავრობას უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალური მრჩეველი ეყოლება. აღნიშნულ პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპის საინვესტიციო ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, სლოვაკეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ვაზილ ჰუდაკი წარადგინა. ამასთან, ის მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელია. სპეციალური მრჩეველი აქცენტს გააკეთებს სტრატეგიულ, პრიორიტეტულ საინვესტიციო პროექტებზე. თამარ წიკლაური დეტალებით. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: