პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ბიზნესასოციაციის წევრებთან
საგადასახადო სისტემისა და მმართველობის რეფორმა, ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების გეგმა და განათლების სისტემის რეფორმა, - მთავრობის ოთხბლოკიანი რეფორმების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს ბიზნესასოციაციის წევრებს ესაუბრა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ახალი ინიციატივების გაჟღერებიდან რამდენიმე დღეში მთავრობა რეალურ ქმედებებზე გადავიდა და პარლამენტში უკვე გადაგზავნილია კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც ფუნდამენტურ საგადასახადო რეფორმას - მოგების გადასახადის ე.წ ესტონური მოდელის დანერგვას გულისხმობს. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ამ საკითხზე მთავრობაში აბსოლუტური კონსენსუსი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ის საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცას ითვალისწინებს. აღნიშნულ საკითხზე კონკრეტულ წინადადებას მთავრობა უახლოეს მომავალში წარადგენს. „ჩვენ მხოლოდ განაწილებულ მოგებას დავბეგრავთ, ანუ ბიზნესში ჩაბრუნებული მოგება არ დაიბეგრება და მოხმარდება ჩვენი ეკონომიკის განვითარებას. ეს, ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყანაში არსებული საინვესტიციო რესურსის მობილიზებას. მეორეს მხრივ, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს გარშემო არ არის ისეთი დინამიური ეკონომიკური განვითარება, ეს ცვლილება დამატებითი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საშუალებას მოგვცემს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, კანონპროექტთა პაკეტში არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ საგადასახადო შემოწმების პერიოდში ანგარიშები აღარ დაყადაღდება და ეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი; ძირითადი საშუალებების იმპორტირებისას დღგ-ს გადახდა სავალდებულო აღარ იქნება; ასევე, საგადასახადო შემოწმებაში მხოლოდ შემოსავლების სამსახური მიიღებს მონაწილეობას. ვრცლად იხილეთ: http://gov.ge/s/f133a
Giorgi Kvirikashvili-ის სხვა ვიდეოები
05:10
„დროის კაფსულის“ ჩადების საზეიმო ცერემონია
11:45
პრემიერ-მინისტრის და ევროკომისრების ერთობლივი განც...
01:20
მალთაყვის საკურორტო-რეკრეაციული ზონის განახლება მი...
01:49
ინფორმაცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ს...
05:39
,,სტარტაპ საქართველოს“ მაღალტექნოლოგიურ კომპონენტი...
22:47
პრემიერის გამოსვლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლე...
00:51
მცხეთის კულტურის ცენტრის გახნის ცერემონია
05:00
პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო ფორუმს დაესწრო
მსგავსი ვიდეოები
პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ბიზნესმენებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ბიზნესმენებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ბიზნესთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ბიზნესთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერი ბიზნესასოციაციის წევრებს ხვდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრი საბანკო სექტორს შეხვდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერის შეხვედრა ბიზნესთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster