კომუნიკაციების კომისია გაბუნიას მონოლოგს ეხმაურება

08.07.2019

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის-2“-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სიძულვილის ენის შემცველი, ანტისახელმწიფოებრივი და ძალადობის მაპროვოცირებელი განცხადებები სერიოზული საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის. „მიგვაჩნია, რომ იმას, რაც 7 ივლისს „რუსთავი 2“ ის ეთერით ვიხილეთ, არაფერი აქვს საერთო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან. ასეთი ფორმით და შინაარსით აზრის გამოხატვა არაეთიკური და უხამსია. სიძულვილის ენის შემცველი, ანტისახელმწიფოებრივი და ძალადობის მაპროვოცირებელი განცხადებები სერიოზული საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის. ამასთან, ჟურნალისტის მიერ შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული განცხადებების გაკეთება ცდება საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებულ პროფესიულ ჩარჩოებს, რაც ზიანს აყენებს მთლიანად ქართულ მედიას და ახდენს ჩვენი ჟურნალისტების დისკრედიტაციას. იმ ფონზე, როდესაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჩვენი მართლაც ფასდაუდებელი მონაპოვარია, მიუღებელი და დაუშვებელია, სწორედ გამოხატვის თავისუფლების სახელით ხდებოდეს მსგავსი ტიპის უხამსი და სახელმწიფოს ინტერესების დამაზიანებელი განცხადებების გაკეთება. კომუნიკაციების კომისია დარწმუნებულია, რომ მედია, ჟურნალისტები და მთლიანად საზოგადოება, ვისაც სწორედ ეთიკური, პროფესიული და პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკა მიაჩნია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტად, აქტიურად დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას და ადეკვატურ შეფასებას მისცემენ „რუსთავი 2“-ის ეთერში მომხდარ ფაქტს“,- აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

კომუნიკაციების კომისია გაბუნიას მონოლოგს ეხმაურება

კომუნიკაციების კომისია გაბუნიას მონოლოგს ეხმაურება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კომუნიკაციების კომისია ბავშვებს ინტერნეტში საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან დაიცავს
02:54

კომუნიკაციების კომისია ბავშვებს ინტერნეტში საფრთხის შემცველი...

TV IMEDI

კომუნიკაციების კომისია აქტიურად მუშაობს, რომ მიმდინარე წელს ქვეყანამ 5G ინტერნეტის გამოყენება დაიწყო
01:09

კომუნიკაციების კომისია აქტიურად მუშაობს, რომ მიმდინარე წელს...

TV IMEDI

ComCom ანალიტიკა - კომუნიკაციების კომისიის ინოვაციური სერვისი
00:38

ComCom ანალიტიკა - კომუნიკაციების კომისიის ინოვაციური სერვის...

კომუნიკაციების კომისია / Communications Commission

GDS-ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი პირველ ივლისს იწყება
18:15

GDS-ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი პირველ ივლისს იწყ...

კომუნიკაციების კომისია / Communications Commission

მედიაწიგნიერების კონკურსი - „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ სკოლის მოსწავლეებისთვის
00:41

მედიაწიგნიერების კონკურსი - „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ სკოლის...

კომუნიკაციების კომისია / Communications Commission

აჭარაში ანალოგური მაუწყებლობა 30 ივლისს 10:00 საათზე გაითიშება
10:26

აჭარაში ანალოგური მაუწყებლობა 30 ივლისს 10:00 საათზე გაითიშე...

კომუნიკაციების კომისია / Communications Commission

რუსთავი2-თბილისში და მის შემოგარენში ანალოგური მაუწყებლობა გაითიშა დღეს 10:00 საათზე
18:56

რუსთავი2-თბილისში და მის შემოგარენში ანალოგური მაუწყებლობა გ...

კომუნიკაციების კომისია / Communications Commission

ყველა ვიდეო