აჭარაში ანალოგური მაუწყებლობა 30 ივლისს 10:00 საათზე გაითიშება
2015 წლის 30 ივლისს 10:00 საათზე ანალოგური მიწისზედა ტელემაუწყებლობის გადამცემი სადგურები აჭარაში ითიშება. ციფრული მაუწყებლობის მისაღებად მოსახლეობას დასჭირდება DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერის მქონე სეთ-თოფ ბოქსი ან ტელევიზორი. ასევე, სიგნალის გარანტირებულად მისაღებად საჭიროა შენობის სახურავზე დამონტაჟებული მეტრულ-დეციმეტრული ანტენა. თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია სატელევიზიო ანძისკენ მიმართული ოთახის ანტენის გამოყენებაც.მოსახლეობის მხარდასაჭერად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საბანკო სექტორთან მოლაპარაკების შედეგად მიაღწია შეთანხმებას, რის შედეგადაც უკვე შემუშავდა და ამოქმედდა სეთ-თოფ ბოქსების განვადებით შესყიდვის შეღავათიანი პირობები. მთავრობა ასუფსიდირებს სოციალურად დაუცველ ოჯახებს ( 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით), რომლებსაც ციფრული სიგნალის მიმღები აპარატურა უფასოდ გადაეცათ. რეფორმის პროცესში ჩართული მხარეები ადგილობრივ მოსახლეობას ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას კონკრეტულ რეგიონში ანალოგური სიგნალის გათიშვამდე რამდენიმე დღით ადრე აცნობენ.
კომუნიკაციების კომისია / Communications Commission-ის სხვა ვიდეოები
00:38
ComCom ანალიტიკა - კომუნიკაციების კომისიის ინოვაცი...
18:15
GDS-ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი პირველ...
00:41
მედიაწიგნიერების კონკურსი - „ნამდვილი თუ მოგონილი?...
18:56
რუსთავი2-თბილისში და მის შემოგარენში ანალოგური მაუ...
17:45
ვახტანგ აბაშიძე ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის შესა...
13:33
ვახტანგ აბაშიძე ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის შესა...
03:56
სდასუ tv | წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგი...
მსგავსი ვიდეოები
აჭარაში ჩამორთმეული მიწების საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დიდთოვლობა მაღალმთიან აჭარაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
2104 წლის პირველი კვარტლის ანალოგიურ პერიოდთან აჭარაში ინვეს...
TV 25
2104 წლის პირველი კვარტლის ანალოგიურ პერიოდთან აჭარაში ინვეს...
TV 25
რეგიონებში გრიპის ვირუსით დაავადებულთა რიცხვი გაზრდილია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აჭარაში ღამითაც ითოვებს
TV 25
აჭარაში ღამითაც ითოვებს
TV 25
აჭარაში „კოვიდ 19“-ით ინფიცირების მეცხრე შემთხვევა დაფიქსირდ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster