საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი და ყოველწლიური ლიტერატურული პრემია
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და მწერალთა სახლის ორგანიზებით, წელს პირველად, თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი ჩატარდება. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, წელსვე დაწესდება ყოველწლიური ლიტერატურული პრემია, რომლის მიზანიც ლიტერატურული პროცესების წახალისება და გააქტიურებაა. ამ თემებთან დაკავშირებით 15 მაისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელსაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მწერალთა სახლის დირექტორი ნატაშა ლომოური გაუძღვნენ. ღონისძიებას მწერლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი 2015 წლის 18-23 მაისს ჩატარდება. ფესტივალის ფარგლებში თბილისს ეწვევა 25 - მდე უცხოელი მწერალი და პოეტი, მათ შორის ლიტერატურული წრეებისათვის კარგად ცნობილი ბელარუსი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი, უკრაინელი ავტორი სერგეი ჟადანი, ფრანგი მწერალი ფილიპ ბესონი, აგრეთვე, ამერიკელი, გერმანელი, ინგლისელი, იტალიელი და პოლონელი ავტორები. ფესტივალი ხელს შეუწყობს მსოფლიო ლიტერატურული სამყაროს დაინტერესებას ქართული მწერლობით, მეორე მხრივ კი მისცემს შესაძლებლობას ქართველ ავტორებსა და მკითხველს, დაამყარონ უშუალო კონტაქტი თანამედროვე უცხოელ მწერლებთან. ფესტივალის მხარდამჭერები არიან გოეთეს ინსტიტუტი, ბრიტანეთის საბჭო, ფრანგული ინსტიტუტი, აშშ-ს და იტალიის საელჩოები, ბოშის ფონდი, პოლონეთის წიგნის ინსტიტუტი. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და მწერალთა სახლის მიერ, დაწესდება ყოველწლიური ლიტერატურული პრემიაც, რომელიც სხვადასხვა ნომინაციაში გაიცემა. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი და ყოველწლიური ლიტერატურ...
culturegovge culturegovge
საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი „ავტორთა კითხვის თვე“
culturegovge culturegovge
საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი მეხუთედ ჩატარდე...
რადიო თავისუფლება
ფესტივალი „ზე-კართან“ 10 წლისაა - გიორგი კეკელიძის ლიტერატურ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მარიამ წიკლაური სტუმრად ქალების ნარატივში
Mariam Tsiklauri Author
#ახალიდღე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მწერალთა სახლში ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster