მოძრაობა „ხალხის ძალას“ მორიგი განცხადება


მოძრაობა „ხალხის ძალა“ კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს და მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის გამოსვლას ეხმაურება. თუ საქართველოს ხელისუფლების ლიდერებს ომისკენ ადრე დახურულ კაბინეტებში მოუწოდებდნენ, ქალბატონი ფარკასი და უკრაინელი მაღალჩინოსნები ამგვარ მოწოდებებს ახლა უკვე საჯაროდ აკეთებენ. როდესაც ისინი საქართველოს ომისკენ საჯაროდ უბიძგებენ, ვფიქრობთ, ხელისუფლებას ამ მოწოდებებზე საჯარო პასუხის გაცემაც მოუწევს.

დეპუტატების ახალ წერილში ვკითხულობთ: ეველინ ფარკასმა ღიად მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ. მან რადიკალური ოპოზიციის პირით გახმოვანებული მესიჯიც გაიმეორა და დაგვემუქრა, ახლა თუ არ ჩაერთვებით ომში, უკრაინაში გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთი მაინც მოგიბრუნდებათო. აქ საინტერესოა, რომ ეველინ ფარკასი რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვებაზე თავს ვერ დებს და არც იმის მტკიცებით იწუხებს თავს, რომ უკრაინა და საქართველო ორი ფრონტის პირობებში მაინც გაიმარჯვებენ.

ჟურნალისტის კითხვაზე, დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ რუსეთს საქართველოში ახალი ფრონტის გახსნა არ შეუძლიაო, მან სრულიად შემაშფოთებელი პასუხი გასცა - „მერე რა, მაინც ვერ გაიმარჯვებსო“. როდესაც მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ღიად მოგვიწოდებს სანქციებით რუსეთის პროვოცირებისა და რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში ჩართვისკენ, ვფიქრობთ, საზოგადოებას აქედან ძალიან მარტივი დასკვნების გამოტანა შეუძლია. რასაც ღიად ვერ ამბობს ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენელი, კელი დეგნანი, ის მაკკეინის ინსტიტუტის ხელმძღვანელის პირით შემოგვითვალეს. აღნიშნულია განცხადებაში. წერილს პოლიტიკური შეფასებები უკვე მოჰყვა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან