მოძრაობა „ხალხის ძალა“ მორიგ განცხადებას ავრცელებს. ამჯერად საუბარია USAID-ის კანონის უზენაესობის პროექტზე. „სააკაშვილი-ადეიშვილის სასამართლოს მთავარ მფარველებს გაჯანსაღებული სასამართლო სისტემა არ მოსწონთ, რისი მიზეზიც მხოლოდ ერთი - პოლიტიკური ინტერესი შეიძლება იყოს. დღეს „პროლოგი“ ითხოვს უპრეცედენტო ცვლილებებს კანონმდებლობაში. ერთადერთი მიზანი სასამართლო სისტემაზე „ნაცმოძრაობის“ გავლენის დაბრუნებაა.
შემოთავაზებულ ცვლილებებს შორის მთავარი ე.წ. კვალიფიციური უმრავლესობის წესია, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას სასამართლოსთან დაკავშირებულ საკადრო გადაწყვეტილებებზე ვეტოს უფლებას ანიჭებს. მათ უნდათ, საქართველოში მიიღონ შედეგი, რომელიც ალბანეთსა და უკრაინაში უკვე მიიღეს. ორივე შემთხვევაში შეიქმნა სასამართლო სისტემის წმენდისა და ხელახალი ფორმირების მექანიზმი, რომელშიც გადამწყვეტი სიტყვა უცხოელებს ეთქმით. ანუ სახელმწიფო თმობს სუვერენიტეტსა და სასამართლოს მართვის ბერკეტებს, ფორმალურადაც კი, უცხოურ ძალას გადასცემს. შესაბამისი კანონმდებლობის არაკონსტიტუციურობის მიუხედავად, ვენეციის კომისიას არც ალბანურ და არც უკრაინულ მოდელზე შენიშვნები არ გამოუთქვამს.
„პროლოგი“ აგრძელებს კონსტიტუციური ორგანოს – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს „არაღიარების პოლიტიკას“, რაც ჩვენი კონსტიტუციური სისტემის მიმართ უპატივცემულობის უხეში გამოვლინებაა. ესაა დაუფარავი მცდელობა, შეაღწიონ სასამართლო სისტემაში და მასზე საელჩოს და „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური გავლენა აღადგინონ. საზოგადოებამ სათანადოდ უნდა შეაფასოს და მას ხელისუფლებამ შესაბამისი ზომები უნდა დაუპირისპიროს, - ნათქვამია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.