„კაცები ზრუნავენ“ - ტრენინგი ზუგდიდში

03/18/2017
Radio Atinati-ის მიერ

ასოციაცია „ათინათში“ დახურული ტრენინგი „მამაკაცური საუბრები“ გაიმართა, რომელსაც სპეციალურად მოწვეული მამაკაცები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე სხვადასხვა სავარჯიშოსა და აქტივობის დახმარებით ისეთ აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს, როგორიცაა ოჯახში საქმეების თანაბარი გადანაწილება, შვილების აღზრდასა და მოვლაში თანაბარი ჩართულობა, ოჯახის წევრებზე ზრუნვა და ძალადობის ელემენტების ამოცნობა და მათი გამოაშკარავება.

ერთ-ერთი ტრენერის სანდრო სულაქველიძის თქმით, ტრენინგები იმითაც მნიშვნელოვანია, რომ თავად მამაკაცები მიდიან ოჯახის საქმიანობასა და ზრუნვაში მათი თანაბარი ჩართულობის აუცილებლობის დასკვნამდე.

„ზუგდიდში მეორედ ვარ ამ ტრენინგზე და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან აქტიურები არიან საკუთარი პოზიციის დაფიქსირებაში. შეხვედრა საინტერესოდ მიმდინარეობს“, - აღნიშნა რადიო „ათინათთან“ სულაქველიძემ.

ტრენინგით კმაყოფილები არიან მონაწილეებიც და ამბობენ, რომ მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია კაცების მეტი ჩართულობის, გამოცდილებისა და ცოდნისთვის.

ტრენინგის მიზანი მამაკაცთა ჩართულობისა და ზრუნვის კუთხით ცნობიერების ამაღლებაა. მას გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) კამპანიის \"კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში ახორციელებს.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati.  .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან