პრემიერ-მინისტრის თანაშემწე რეგიონში არსებულ პრობლემებს გაეცნო

11/28/2017
Radio Atinati-ის მიერ

არასამთავრობო სექტორის, მთავრობის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზუგდიდის ტექნოპარკში რეგიონში
არსებულ პრობლემებსა და გამოწვევბზე იმსჯელეს. პრემიერ-მინისტრის თანაშემწის ადამიანის უფლებათა და გედერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძის თქმით, შეხვედრის შედეგად რამდენიმე, მათ შორის, დევნილებისა და ძალადობის მსხვერპლი ქალების პრობლემები გამოიკვეთა.

„აფხაზეთიდან გადმოსული პირებს, რომლებსაც სამედიცინო დახმარება სჭირდებათ ხშირ შემთხვეაში არა აქვთ დასარჩენი ადგილი. ამიტომ აუცილებელია თავშესაფრის მაგვარი დაწესებულების მოწყობა. ასევე, საუბარი იყო ქალთა ეკონომიკურ გაძლიერების აუცილებლობაზე, ქალთა ჩართულობაზე გადაწყვეტილების მიღებს პროცესში და ა.შ. არსებობს ისეთი პრობლემები, რომელიც უნდა მოგვარდსე რიგი უწყების ურთიერთ შეთანხმებით“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

შეხვედრის ერთ-ერთი ორგანიზატორი ასოციაცია „თანხმობის“ ხელმძღვანლის იულია ხარაიშვილის განმარტებით, ეროვნული სამოქმედო გეგმას, სადაც მოსახლეობისთვის ძირითადი და აუცილებელი საჭიროებები უნდა გაიწეროს.

„ჩვენ ვცდილობთ გაკეთდეს ადგილობრივი სამოქმედო გეგმები და ადგილობრივმა ხელისუფლებამ აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ამ გეგმის იმპლემენტაციაში. ამიტომ მოგვყავს ყველა უწყება, რომელიც მუშაობს რეგიონის დონეზე“, -აღნიშნა ხარაიშვილმა.

აღნიშნული შეხვედრა იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ და „ქალ მშვიდობისმყოფელთა“ გლობალური ქსელის ერთობლივი პროექტის ფარგლებში შედგა, რომელიც პრემიერის აპარატის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ხორციელდება.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge
Facebook:   / rado.atinati  
Google +: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან