მსოფლიო რაგბის ოცწლამდელთა თასი ზუგდიდში ჩამოიტანეს

04/28/2017
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდში დადიანების სასახლეთა ეზოში მსოფლიო რაგბის ოცწლამდელთა თასი გამოიფინა.
ჩემპიონატის თასი საქართველოს რეგიონებში მოგზაურობს. გამოფენაში ვეტერანი მორაგბეები ნოდარ ანდღულაძე და ალექსანდრე გუგავა მონაწილეობდნენ. მათი თქმით, თასის მოგზაურობას სოციალური დატვირთავა აქვს და საზოგადოებამ უფრო მეტი უნდა გაიგოს რაგბის შესახებ.

„დღითი დღე პოპულარული ხდება რაგბი. ყველგან, სადაც ჩავდივართ, ვესაუბრებით იმის შესახებ, თუ რატომ არის რაგბი წარმატებული სპორტი საქართველოში და რატომ უნდა უგულშემატკივრონ მას,“- აღნიშნა ალექსანდრე გუგავამ.

ღონისძიების ერთ-ერთ ორგანიზატორის ლევან ჯობავას განმარტებით, საქართველოში თასის მოგზაურობა გურიიდან დაიწყო.

„დაგეგმილია, რომ თასმა მოიაროს სხვა რეგიონებიც. მისი მოგზაურობის მთავარი მიზანი საზოგადოებაში და განსაკუთრებით, ახალგაზრდებში სპორტის ამ სახეობის შესახებ ცნოებირების ამაღლებაა“, - განაცხადა ჯობავამ.

საქართველო მსოფლიო რაგბის ოცწლამდელთა ჩემპიონატს პირველად მასპინძლობს, ის თბილისსა და ქუთაისში 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით ჩატარდება. მსოფლიო თასის მოსაპოვებლად 12 უძლიერესი გუნდი იბრძოლებს.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati.  .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან