გაზპრომთან ხელისუფლების საიდუმლო მოლაპარაკებები აჭარაშიც გააპროტესტეს
10/17/2015
ორგანიზაციამ მე ვარ საქართველო ხელისუფლების გაზპრომთან მოლაპარაკებების წინააღმდეგ აქცია ბათუმში გამართა.
მონაწილეები ერას მოედანზე შეიკრიბნენ.
მათი თქმით, გაზპრომთან მოლაპარაკება ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია. მათ ასევე საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთის მიმართ გააკრიტიკეს.
„აჭარაში არსებობენ ძალები, რომლებიც გმობენ რუსულ ოკუპაციას და არ დაუშვებენ რუსეთთან თბილ ურთიერთობას. ეს არის ახალგაზრდების და ყველა პროდასავლური ძალების შეკრება იმისთვის, რომ ჩვენი ხმა აჭარიდან მივაწვდინოთ მთელს საქართველოს. რუსეთი არის მტერი და რუსეთთან დამონება და რუსეთთან ნებისმიერი მოლაპარაკება საქართველოს მოუტანს დიდ პრობლემებს,“ - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდული ინიციატივა საქართველოს მომავლისთვის თავმჯდომარე, ლაშა ადამია.
წყარო: http://rustavi2.com/ka/news/29225