„გაზპრომის“ მუქარა
მოლდოვამ და რუსულმა „გაზპრომმა“ ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ ახალი კონტრაქტის გაფორმება ვერ შეძლეს. გავრცელებული ცნობით, რუსული კომპანია მოლდოვაში გაზის მიწოდებას, სავარაუდოდ, პირველ ნოემბერს შეწყვეტს. „გაზპრომმა“, შესაძლოა, სრულად თქვას უარი მოლდოვისთვის ბუნებრივი აირის შემდგომ მიწოდებაზე, თუ კიშინიოვი არ გადაიხდის ვალს და არ დათანხმდება ახალი კონტრაქტის პირობებს. რუსული ენერგეტიკული კომპანიის პოზიციით, მოლდოვისთვის მიწოდებული გაზის დავალიანება 433 მილიონი ამერიკული დოლარია, ხოლო ამ გადასახადის შეფერხების გათვალისწინებით, დავალიანება 709 მილიონ დოლარამდე იზრდება. მოლდოვის ხელისუფლებამ, შექმნილი სიტუაციის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა. მოლდოვას ბუნებრივი აირის დეფიციტის აღმოფხვრაში დახმარებას უკრაინა დაჰპირდა. ამ საკითხს უკრაინის მთავრობა უახლოეს ხანში განიხილავს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ცივი ზამთარი და გერმანია, რუსული მუქარის ფონზე
ამერიკის ხმა
“გაზპრომის“ საბჭოს თითოეულმა წევრმა წელს 1.14 მილიარდი რუბლი...
Music Box
„გაზპრომის“ საკითხზე მესამე სექტორის განცხადებას ეკონომიკის...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„გაზპრომის" მოთხოვნა უცვლელია - ბუნებრივი აირის ტრანზიტზე კი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გაზპრომის საკითხი
Georgian Labour Party
„გაზპრომის“ კუთვნილმა კომპანიამ, "თურქული ნაკადის" მეორე ხაზ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
'გაზპრომის' ადვოკატმა მილიციას დებოში მოუწყო
David Zhvania
"გაზპრომის" წარმომადგენელს სასამართლოში დაიბარებენ
TV Pirveli