მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნის პერსპექტივა


ჯერ საარჩევნო სისტემის შეცვლის და შემდეგ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის გარშემო გაერთიანებული ოპოზიციური ერთობის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიების ნაწილს დამოუკიდებელი გეგმები და სტრატეგია აქვს. პარალელურად პოლიტიკურ დღის წესრიგში სულ უფრო აქტიურდება მესამე ძალის ფორმირების საკითხი. მესამე ძალის ცენტრის ჩამოყალიბების ინიციატორი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერია, რომელიც მოახლოებული არჩევნების წინ ამ მიმართულებით აქტიური ნაბიჯების გადადგმას აანონსებს, თუმცა ჯერ არ აკონკრეტებს, ვის მოიაზრებს ამ ცენტრში. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მათ შორის არ იქნება „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ვაშაძის გეგმას იწუნებს და ფიქრობს, რომ ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი გზა ოპოზიციის ერთიანობაზე გადის. პარტიიდან ყოფილ თანაგუნდელს და ახლა უკვე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს დღეს ირიბად პოლიტიკურ ამბიციებზე მიუთითეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან