საარჩევნო დაჯგუფებები ოპოზიციაში
რა პოლიტიკური მოცემულობა იქნება წინასაარჩევნოდ - ოპოზიციურ ფლანგზე კიდევ ერთი შესაძლო ალიანსის კონტურები მოიხაზა. არ არის გამორიცხული, რომ ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის და „ლელოს“ გზები გადაიკვეთოს. წარსულში ერთმანეთთან მწვავედ დაპირისპირებული ლიდერების შესაძლო ერთობაზე თავად გახარია იწყებს საუბარს. პოლიტიკოსი, რომლის პარტია წინასაარჩევნოდ დამოუკიდებელ გეგმებზე საუბრობს და მუდმივად ხაზს უსვამს, რომ არავისთან გაერთიანებას არ აპირებს, მამუკა ხაზარაძის პარტიას ჯანსაღ ძალად მოიაზრებს და მასთან ნორმალური ურთიერთობის შესაძლებლობაზე მიანიშნებს. როგორც ჩანს, გახარია, ისევე როგორც „ლელო“, მოლაპარაკებებს სხვა პოლიტიკურ ძალებთანაც აწარმოებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებული შემადგენლობის და ვაშაძის პარტიის გაერთიანების და მელია-გვარამიას, „დროას“ და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ერთობის გაფორმების შემდეგ, დიდი ალბათობით, მესამე პოლიტიკური ცენტრის ფორმირებაც მალე დასრულდება. დიდი ოპოზიციური ერთობა ვერ შედგა, თუმცა ოპოზიციური ძალები ერთიანი სამოქმედო გეგმის გარშემო ერთმანეთთან მაქსიმალური კოორდინაციის პირობას დებენ, რაც ცოტა ხნის წინ ბრიუსელში ხელმოწერილი დეკლარაციითაც დაადასტურეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საარჩევნო დაჯგუფებები ოპოზიციაში
ტელეკომპანია სეზონი ⁌ Sezoni-TV
ახალი დაჯგუფებების შექმნის მცდელობა ოპოზიციაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საარჩევნო მიმართვა Saarchevno Mimartva გააზიარეთ
GGordela
ოპოზიციური სპექტრის შეხვედრა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩაგდებამდე“...
Radio Atinati
#არჩევნები2020 განცხადებები არასამთავრობო ორგანიზაციებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საარჩევნო რეფორმა - გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster