ურთაში მგლები დახოცეს

06.09.2017 01:03

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში მგლების შემოსევაა. დღეს დილით მონადირეებმა ორი მგელი მოკლეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე 20-მდე მტაცებელი დახოცეს. „მგლებმა შინაური და გარეული პირუტყვი დაგლიჯეს. უკვე ბავშვების გარეთ გაშვების გვეშინია“, - ამბობს ადგილობრივები. ურთას მოსახლეობა გარემოს დაცვის სამინისტროსგან მგლების დასახოცად შესაბამის ლიცენზიას ითხოვს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება: