ფარული კამერა გორში : "მე არ დამიგდია ეს ნაგავი და არ მაინტერესებს"

10/21/2014
GeoModernStudio-ის მიერ

მოიწონეთ ჩვენი გვერდი და არ გამოტოვოთ სიახლეები...
©Geo Modern Studio : https://www.facebook.com/geomodernstudio
დღეს, გორის ქუჩებში გორელი საზოგადოების გამოცდის მიზნით კრეატიულმა ჯგუფმა Geo modern studio-მ ნაგავი ქუჩაში დაყარა.
თქვენ ვიდეოში ნახავთ საზოგადოებას, რომელიც ამ ყველაფერს ხედავს, მაგრამ არაფერს ამბობს და ნაგავს ფეხით უვლის. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ გორის საზოგადოება შეჩვეულია ქუჩის დანაგვიანებასა და მის გაფუჭებას.
შეგახსენებთ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 146-ე მუხლი არეგულირებს დასუფთავების წესებს და ამ წესების დარღვევის შემთხვევაში გამოწვეული ჯარიმებს (მუხლი მოქმედებს 2006 წლის 29 დეკემბრიდან).
კოდექსის მიხედვით, სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გზებზე, მდინარეებში, ტბებში და მათ ნაპირებზე, ფერდობებსა და ხევებში, პარკებში, გაზონებში, ეზოებში, სპორტულ მოედნებზე, ავტოსადგომებთან, ბაზრებთან ან სხვა ადგილებში დაყრის, ნაგვის გატანის და დასუფთავების წესების დარღვევის შემთხვევაში, ფიზიკური პირები 200 ლარით, ხოლო იურიდიული პირები, დაწესებულებები და ორგანიზაციები 1000 ლარით დაჯარიმდებიან. განმეორებით შემთხვევაში, გარემოს დაბინძურება, ფიზიკური პირი 500 ლარით, იურიდიული პირი კი - 3 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.
ჩვენ გთხოვთ, რომ ვიზრუნოთ სისუფთავეზე, რადგან მას არაფერი სჯობია. გორს, ეკოლოგიის პრობლემამ დიდი ძალით შემოუიტია. ნაგვის ურნასთან დაყრილი ნაგავი, ხეებზე მოფრიალე პოლიეთილენის პარკები, ქუჩებში მიმოფანტული ქაღალდები, გადაყრილი საჭმელი, გამსკდარი მილები – ჩვენი ქალაქის მწარე რეალობაა. თითქმის შეუძლებელია ასე ღრმად შემოჭრილი პრობლემის ბოლომდე აღმოფხვრა, თუმცა ჩვენი აზრით მაინც არსებობს გამოსავალი, რომელიც პრობლემის ნაწილობრივ მოგვარების შესაძლებლობას იძლევა. მაგალითად იმის შეგნება, რომ ქუჩაში კი არ უნდა დავყაროდ აგავი, არამედ დამონტაჟებულ ურნაში.

ვიდეოები „GeoModernStudio"-ისგან