მამა პეტრესა და თემო შენგელაიას პოეზიის საღამო

07.04.2017 01:51

სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზმა მამა პეტრე კვარაცხელიამ და პოეტმა თემო შენგელაიამ საერთო კრებული ზუგდიდელ მკითხველს Art-House-ში წარუდგინეს. „ორსახოვან“ წიგნში სახელწოდებით „ჩვენ“ ორივე ავტორის ლექსებია თავმოყრილი. ღონისძიება ზუგდიდში პოეტებისა და მათი მეგობრის ლიკა როგავას ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა. მამა პეტრემ განაცხადა, რომ სამეგრელოში სტუმრობა მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მომავალში, რუხის ციხეში უფრო მასშტაბური ღონისძიებაც დააანონსა. „ხშირად მქონია შემოქმედებითი საღამოები ზუგდიდში...დღეს ჩვენ სხვა კურსით წარვსდექით მაყურებლის წინაშე. ეს ჩემი და თემოს ერთობლივი პროექტია და ვცდილობთ რომ საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ვიმოგზაუროთ, რომ გავაცნოთ ჩვენი შემოქმედება“, - თქვა მამა პეტრემ. თემო შენგელაიას თქმით, მათ გადაწყვიტეს, რომ თავიანთი მეგობრობა წიგნშიც აესახათ. კრებულშიც, რომელიც ორსახოვანია, ერთ მხარეს შენგელაიას ლექსებია, მეორე მხარეს კი მამა პეტრეს. „თბილისის შემდეგ გეზი ავიღეთ სამეგრელოსკენ, რადგან აქ არის ჩვენი ჯიში, ჯილაგი, ფესვები, ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ პრეზენტაცია გაგვკეთებინა ზუგდიდში“, - აღნიშნა შენგელაიამ. საღამოზე პოეტებმაზუგდიდელებს მომავალი დღესასწაულები მიულოცეს და მხარდაჭერისა და გულშემატკივრობისთვის მადლობა გადაუხადეს. ღონისძიების დასრულების შემდეგ მკითხველებმა კრებული შეიძინეს. თემო შენგელაიასთვის ეს ლექსების მეორე კრებულია. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook:   / rado.atinati.  . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მამა შალვა კეკელია - მეუფე პეტრესა და მამა გიორგი მამალაძის შესახებ
23:55

მამა შალვა კეკელია - მეუფე პეტრესა და მამა გიორგი მამალაძის...

საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება

მოციქულთა თავთა - პეტრესა და პავლეს შესახებ I გადაცემა 07.09.2013
24:32

მოციქულთა თავთა - პეტრესა და პავლეს შესახებ I გადაცემა 07.09...

მამა თეოდორე გიგნაძის ქადაგებები / Father Theodore

მამა პეტრეს და მამა ნიკოლოზის დაჯილდოება
01:07

მამა პეტრეს და მამა ნიკოლოზის დაჯილდოება

მართლმადიდებლური ვიდეოები

მამა პეტრეს პოეზიის საღამო ფოთში12 10 18
03:25

მამა პეტრეს პოეზიის საღამო ფოთში12 10 18

მეცხრე ტალღა

გადაცემა \"ფიქრები\"
36:44

გადაცემა "ფიქრები"

Radio Georgian Times 92.3

\"ასეთი სიბნელის დამკვიდრება ეკლესიასაც დაღუპავს და ქვეყანასაც . ხელისმომწერი იქნება თავად პატრიარქი\"

"ასეთი სიბნელის დამკვიდრება ეკლესიასაც დაღუპავს და ქვეყანასა...

ახალი ამბები

რა მოხდა წმინდა სინოდის სხდომაზე

რა მოხდა წმინდა სინოდის სხდომაზე

საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება

განკვეთენ თუ არა ეკლესიიდან მეუფე პეტრეს, საეკლესიო სასჯელს  მამა ანდრია სარიაც
05:45

განკვეთენ თუ არა ეკლესიიდან მეუფე პეტრეს, საეკლესიო სასჯელს...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

ყველა ვიდეო