"ასეთი სიბნელის დამკვიდრება ეკლესიასაც დაღუპავს და ქვეყანასაც . ხელისმომწერი იქნება თავად პატრიარქი"
10/31/2019
ახალი ამბები-ის
მიერ
ტელეკომპანია Rustavi 2
http://www.rustavi2.ge/ka
მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია, რომელიც ჭყონდიდის მიტროპოლიტის თანამოაზრედ ითვლება, მეუფე პეტრეს მღვდელმთავრობიდან განყენებას შოკისმომგვრელს უწოდებს. მამა ანდრიას თქმით, მოლოდინი იყო, რომ სინოდი იმ მღვდელმთავარს დასჯიდა, რომელიც მღვდელმთავრებს აგინებდა და თავის მოჭრით იმუქრებოდა, თუმცა შედეგი სულ სხვა დადგა.
როგორც მამა ანდრია მიიჩნევს, მეუფე პეტრეს მიერ დაწყებული სამართლიანობისთვის ბრძოლა ეკლესიის წიაღში ახალი ფურცლის საწყისი იქნება.
\"ეს პირიქით არის ეკლესიის წიაღში ერთი ახალი ფურცლის საწყისი იმ გაგებით, რომ სიმართლეს უფრო მეტად მიეცემა გასაქანი და სიცრუე და სიბნელე წარსულში დარჩება. ყველასთვის შოკი იყო, იმიტომ რომ მსგავს განცხადებას მეუფე პეტრეზე არ ველოდით,\" - განაცხადა მამა ანდრიამ.
\"კურიერის\" წამყვანის კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ეს საპატრიარქოში ე.წ. კლანების ბრძოლას, მამა ანდრია სარიამ განაცხადა, რომ გარკვეულმა პირებმა პატრიარქის ხელით მოინდომეს გზის მოსუფთავება.
\"პატრიარქის ხელით მოინდომეს ალბათ გზის მოსუფთავება, მეუფე პეტრეს სიმართლეს და მის სიტყვებს ვერ განერიდებიან და შეუძლებელია თავიდან აირიდონ. ეტყობა მის უწმინდესობასაც აწყობდა ასე მშვიდ გარემოებაში ამ ყველაფრის ჩამალვა და ჩაფარცხვა. მეუფე პეტრე თავისი პირდაპირობით და სამართლიანობით არ მისცემდა საშუალებას ეს ასე ჩუმად წარმართულიყო,\" - აღნიშნა სარიამ.
მამა ანდრია სარიას თქმითვე, სასულიერო პირების ნაწილი მღვდელმთავრების საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება, მოაწერენ თუ არა ისინი ხელს მეუფე პეტრეს საბოლოო განყენებას და აცხადებს, რომ თუ სინოდის წევრები ამას დაეთანხმნენ, ამასაც გააპროტესტებენ.
\"არც იმის მომხრე ვართ რომ პროცესები შეუქცევადი გახდეს და აირიოს. ჩვენ მომხრე ვართ რომ სინათლე შევიტანოთ. დაველოდოთ რას იტყვიან მღვდელმთავრები, თუმცა თუ ხელი მოაწერეს განყენებას, მათი ისტორიაც იქნება სირცხვილით მოსილი. მეუფე პეტრეს განცხადება ტოლფარდი იყო წმინდა ამბროსი ხელაიას განცხადებისა, როდესაც ის ბინძურ, მანკიერ ხელისუფლებასა თუ ეკლესიის წევრებს ებრძოდა. ეკლესიის წიაღში ასეთი სიბნელის დამკვიდრება, რომელსაც დღეს ცდილობენ, ეს ვერც ეკლესიას განავითარებს და ვერც ქვეყანას, ორივეს ერთად დაღუპავს და ამ დაღუპვის ხელისმომწერი იქნება თავად კათოლიკოს-პატრიარქი,\"- განაცხადა ანდრია სარიამ.