თურქეთში, სტიქიის ეპიცენტრში მეზობელი ქალაქებიდან სამაშველო ეკიპაჟები და დამატებითი ტექნიკა ჩაერთო
ტელეკომპანია Rustavi 2 http://www.rustavi2.ge/ka / rustavi2ps პარასკევის ძლიერი მიწისძვრის შემდეგ თურქეთში სამაშველო ღონისძიებები უწყვეტად გრძელდება. მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 1600-ზე მეტი დაშავებულია. 4000-ზე მეტი მაშველი უკვე 46 საათია ურთულეს პირობებში სამაშველო ოპერაციას აწარმოებს. სტიქიის ეპიცენტრში მეზობელი ქალაქებიდან სამაშველო ეკიპაჟები და დამატებითი ტექნიკის მობილიზება მოხდა. სამძებრო ოპერაციაში ცოცხალ ძალასთან ერთად ჩართულია ავიაციაც. სტიქიის ზონაში ადგილობრივი მთავრობის დასახმარებლად ჩავიდნენ მეზობელი პროვინციების მმართველებიც. მასშტაბური ნგრევის და ქალაქში შექმნილი რთული ვითარების გამო ამ დრომდე ვერ ხერხდება ზარალის ოდენობის დადგენა. ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა თურქეთის პრეზიდენტმა. საგანგებო პრესკონფერენციაზე რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტიქიის ზონაში მცხოვრებ ადამიანებს დახმარებას დაჰპირდა. 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში პარასკევს საღამოს მოხდა. მას მალევე მოჰყვა განმეორებითი ბიძგები და შენობების ნგრევა. მიწისძვრის ეპიცენტრი ელაზიღის პროვინცია იყო, რომელიც დედაქალაქ ანკარადან 550 კილომეტრში მდებარეობს. სეისმოლოგიური ცენტრის განცხადებით მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა საქართველოში, კვიპროსზე, სირიასა და ირანში.
ახალი ამბები-ის სხვა ვიდეოები
მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტებს და თბილისის მერს შ...
თურქეთში, სტიქიის ეპიცენტრში მეზობელი ქალაქებიდან...
სპეცოპერაცია ცინცაძის ქუჩაზე
ნახეთ რა მაგარიაა .. ქართული . გააზიარეთ. გააზიარე...
თურქეთის ცნობით, ბერძენმა მესაზღვრეებმა მიგრანტებს...
იტალიის საავადმყოფოდან კორონავირუსით დაინფიცირებულ...
"ასეთი სიბნელის დამკვიდრება ეკლესიასაც დაღუპავს და...
00:56
reportiori 11 VP8
მსგავსი ვიდეოები
დუღილის სეზონი: კლიმატის კრიზისი ემუქრება მსოფლიოს. მაროკოს...
შემოქმედებითი საზოგადოება საქართველო
#მოამბე 21 საათზე, 9 თებერვალი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება მიწისძვრის ეპიცენტრში
Formula News
სამაშველო ოპერაცია სტიქიის ზონაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მე-5 დღე მიწისძვრიდან - ვითარება თურქეთსა და სირიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება თურქეთში - „მოამბის“ გადამღები ჯგუფი უახლესი ინფორ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთში - ბოლო ინფორმაცია სტიქიის ზო...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster