ბოლნისში მუნიციპალიტეტის გამგებელს ირჩევენ

10/29/2016

ბოლნისში მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ამ დროისთვის გახსნილია საარჩევნო ოლქში შემავალი ყველა უბანი. როგორც 23-ე ბოლნისის საოლქო-საარჩევნო კომისიაში აცხადებენ ოლქის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა დილის 8 საათზე დაიწყო.

ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს შორის უწევს. ბოლნისში მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად ხუთი კანდიდატი იღებდა მონაწილეობას, რომელთა შორის ხმათა უმრავლესობით პირველ ადგილზე 49,5% გავიდა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი დავით შერაზადიშვილი, ხოლო მეორეზე 30,72% „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ტრისტან ბერიძე, ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი 50%-იანი ბარიერის გადალახვა, ამიტომ გახდა საჭირო მეორე ტურის დანიშვნა.

#არჩევნები2016 #მეორეტური #ბოლნისიირჩევსგამგებელს

ჩვენი ოფიციალური არხი Myvideo.ge-ზე : https://goo.gl/xyGXml
ეს ვიდეო Myvideo.ge-ზე : https://goo.gl/iKSanU

ვიდეოები „გაზეთი ბოლნისი"-ისგან