დაბა თამარისის მოსახლეობამ დავით შერეზადიშვილს პრობლემების მოგვარება სთხოვა
დაბა თამარისის მეცამეტე და მეთხუთმეტე ბინის მცხოვრებლებს რამდენიმე თვეა სასმელი წყლისა და კანალიზაციის პრობლემა აწუხებთ. დღეს კი აღნიშნული საკითხის მოგვარება მუნიციპალიტეტის გამგებელს სთხოვეს. დავით შერაზადიშვილმა მათი პრობლემები ბოლნისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურისა და გაერთიანებული წყალმომარაგების ბოლნისის სერვისცენტრის ხელმძღვანელობასთან ერთად მოისმინა. გასულ წელს ზემოთ ხსენებულ კორპუსებში სასმელი წყლის შიდა ქსელი მთლიანად შეიცვალა, მიუხედავად ამისა იქ მცხოვრებთ ისევ ძველი ამორტიზირებული სისტემით უწევთ სარგებლობა. ისინი ახალ ქსელზე დაერთებისთვის დახმარებას ითხოვენ. სასმელი წყლის საკითხთან ერთად მოსახლეობას კანალიზაციაც უქმნის პრობლემას, მოძველებული სისტემების გამო სარდაფები წყლით ივსება. მუნიციპალიტეტის გამგებელი დაბის მოსახლეობას პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა. ადგილზე მოხდება მდგომარეობის შესწავლა, რის შემდეგაც, პრობლემის საბოლოოდ მოგვარებამდე მოხდება პროექტის შესყიდვა, რასაც კონკრეტული სამუშაოები მოჰყვება. დღესვე გახდა ცნობილი, რომ დაბა თამარისის მოსახლეობას აღარ შეაწუხებს სასმელი წყლის დებეტის სიმცირე, რადგან ადგილობრივი ბიუჯეტით დაბისთვის ახალი 5 კილომეტრიანი სასმელი წყლის მაგისტრალის გაყვანა განხორციელდება, რაც საბოლოოდ მოაგვარებს დასახლებაში სასმელი წყლის საკითხს. ჩვენი ოფიციალური არხი Myvideo.ge-ზე : https://goo.gl/xyGXml ეს ვიდეო Myvideo.ge-ზე : https://goo.gl/H2IfiH
გაზეთი ბოლნისი-ის სხვა ვიდეოები
როგორ უნდა მოვიქცეთ და ვის უნდა მივმართოთ ქვეწარმა...
ფოთლების დაწვა ჯარიმდება
თბილი ამინდების დადგომას ბოლნისში ქვეწარმავლების მ...
myvideo-ს საჩუქარი დავით რეხვიაშვილს
,,აღმოაჩინე თავი შენი პოეზიაში“ - ახალგაზრდებმა ღი...
01:53
ნაგვის დაყრა აკრძალულია! - მუნიციპალიტეტის ტერიტორ...
02:42
ბოლნისის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით მუდმივმ...
02:25
ძიუდოს სკოლა დავით ნავერიანის სახელობის ტურნირს მა...
მსგავსი ვიდეოები
დაბა თამარისის მოსახლეობამ დავით შერეზადიშვილს პრობლემების მ...
გაზეთი ბოლნისი
საარჩევნო კამპანია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაბა თამარისის მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას...
Bolneli Tv
დაბა თამარისის რეაბილიტირებულ საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პრო...
გაზეთი ბოლნისი
ინვესტორის გამოჩენამდე დაბა თამარისის კულტურის სახლის შენობი...
გაზეთი ბოლნისი
2017 წელს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება...
გაზეთი ბოლნისი
დასუფთავების მასშტაბური აქცია ბოლნისის მუნიციპალიტეტში
გაზეთი ბოლნისი
შეზღუდვების ნაწილობრივი მოხსნა ბოლნისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster