სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება
სომხეთი დიდი ინტერესს ავლენს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სამმხრივი დიალოგის განვითარების საკითხში. ერევანი შესაძლო თბილისურ პლატფორმას განიხილავს სამმხრივი რეგიონული დისკუსიებისთვის და არა სომხურ-აზერბაიჯანული ორმხრივი შეხვედრებისთვის. ამის შესახებ სომხურ მედიასთან საუბრისას სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა განაცხადა. მირზოიანი გამოეხმაურა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებას, სადაც ალიევმა აღნიშნა, რომ ერევანი მზად არ არის თბილისში გასამართი შეხვედრისთვის. „ახლა ცირკულირებს სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრის იდეა. სომხურმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა და ახლაც მზად არის ასეთი შეხვედრისთვის, თუმცა დამეთანხმეთ, რომ ის არ გამოიყურება განსაკუთრებულად ეფექტიანად და პერსპექტიულად, როდესაც შეუძლებელია სიძულვილისა და მტრობის ენის აღმოფხვრისადმი ერთგულების გამომხატველი მარტივი ერთობლივი განცხადების შეთანხმებაც“, – განაცხადა მირზოიანმა. სომეხი დიპლომატი ასევე გამოეხმაურა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომელმაც გამოთქვა იმედი, რომ სომხეთი მონაწილეობას მიიღებს აღმოსავლეთისა და დასავლეთის რეგიონულ მექანიზმებში და ითანამშრომლებს ყაზახეთთან, უზბეკეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან და საქართველოსთან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაძაბულობა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#26მაისი - მსოფლიო ლიდერების მილოცვები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოები არჩევნებში სალომე ზურაბი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster