თბილისში, აფხაზი მხატვრების მიერ გაფორმებული კალენდრის პრეზენტაცია

01.02.2020 01:32

თბილისში, აფხაზი მხატვრების მიერ გაფორმებული კალენდრის, სახელწოდებით „გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!“ პრეზენტაცია გაიმართა. ნაბეჭდი 14 ხელოვანის ნამუშევარს აერთიანებს. ღონისძიება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მხატვრების მიმართ ზრუნვას, ურთიერთობების აღდგენასა და განსაკუთრებით ხელოვნების წარმომადგენლების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. წარდგენა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატისა და აფხაზეთის მხატვართა კავშირის ერთობლივი ორგანიზებით შედგა. მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც იგეგმება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: