ჰაკი აძბა


მარჯანიშვილი თეატრი
ერთმოქმედებიანი პიესა
1981 წელი

ლეო ქიაჩელის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით.

დამდგმელი რეჟისორი - თემურ ჩხეიძე;
მხატვრები - ოლეგ ქოჩაკიძე, ალექსანდრე სლოვინსკი, იური ჩიკვაიძე;
რეჟისორის ასისტენტი - ბიჭიკო კოხოძე.
სპექტკლში გამოყენებულია იმანტს კალნინშისმუსიკა.

მონაწილეობენ:
ოთარ მეღვინეთუხუცესი, ნოდარ მგალობლიშვილი, ირაკლი უჩანეიშვილი, თამარ სხირტლაძე, ტარიელ საყვარელიძე, იაკობ ტრიპოლსკი, გურამ ხურცილავა, ავთანდილ ვერულეიშვილი, გიზო სიხარულიძე, მალხაზ ბებურიშვილი, მარლენ ეგუტია, ზურაბ ლაფერაძე, შოთა მშვენიერაძე, იოსებ გოგიჩაიშვილი, მიხეილ მაღალაშვილი, გივი ჩუგუაშვილი, აკაკი შანშიაშვილი, გოჩა ზუკაკიშვილი, მარინე ბჟალავა, შოთა ქოჩორაძე, კოტე თოლორაია, გურამ ბურდილაძე, ალეკო გეწაძე, კობა კობაიძე, თენგიზ პაპიძე, თენგიზ წულაია.

„ჰაკი აძბა“ თემურ ჩხეიძის და მარჯანიშვილის თეატრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სპექტაკლია, სადაც ნაჩვენებია, ერთი მხრივ ტრადიციების ერთგულება, რაც რჩეული პატრონის მიმართ უპირობო თავგანწირვაში ვლინდება და მეორე მხრივ - ახალი, ძლიერი და დაუნდობელი ძალის მიერ ამ ტრადიციების სრული მიუღებლობა და განადგურება. რევოლუციონერი გემის კაპიტნისთვის (ირაკლი უჩანეიშვილი) გაუგებარია, რატომ იღებს საკუთარ თავზე თავად ემხუარის (ოთარ მეღვინეთუხუცესი) მიერ ჩადენილ დანაშაულს აფხაზი ჰაკი აძბა (ნოდარ მგალობლიშვილი) და რატომ სწირავს ის თავს უპირობოდ მის ძუძუმტეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან